Accentnews.ge
ენერგეტიკაში $4 მლრდ-ის საინვესტიციო პროექტებია გაჩერებული - მირცხულავა

ენერგეტიკაში $4 მლრდ-ის საინვესტიციო პროექტებია გაჩერებული - მირცხულავა

14/06/2022 11:41:17 ეკონომიკა

საქართველოში დიდი კაშხლების ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის დავით მირცხულავას ინფორმაციით, ქართულ ენერგეტიკაში 4 მლრდ დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტებია გაჩერებული.

როგორც მირცხულავამ BM.GE-სთან აღნიშნა, ეს პროექტები 2019 წლამდე კარგი საინვესტიციო კლიმატის პირობებში გაჩერდა:

„2013-2019 წლებში ქვეყანაში ძალაში 1 300 მეგავატის სიმძლავრე შევიდა. ქართული ენერგეტიკის ისტორიას რომ გადავხედოთ, ეს ერთ-ერთი ნაყოფიერი პერიოდია, თუმცა არის ისეთი ჰიდრო მეგაპროექტები - ხუდონი, ნამახვანი, ნენსკრა, რომელიც, ჯერჯერობით, ვერ განხორციელდა. ამ პროექტებს ქართული ენერგეტიკისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იგივე სხვა განახლებადი ენერგიების განვითარებისთვის - მზის და ქარის, რადგან ენერგოსისტემაში ამ ენერგიების ინტეგრაცია ძალიან დიდი პრობლემაა. ამისთვის მათ ასეთი ტიპის ჰიდროელექტროსადგურების არსებობა ესაჭიროებათ“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S