Accentnews.ge
რუსეთში პენსიონერს მესამედ ასამართლებენ „Z“–ის ჩამოხსნის მოთხოვნის გამო

რუსეთში პენსიონერს მესამედ ასამართლებენ „Z“–ის ჩამოხსნის მოთხოვნის გამო

14/06/2022 11:36:38 მსოფლიო

რუსულმა სასამართლომ პენსიონერი ნატალია ფილონოვა 35 000 რუბლით დააჯარიმა რუსული არმიის „დისკრედიტაციის“ მუხლით, რადგან მან ავტობუსის მძღოლის მორიგ ჯერზე სთხოვა, ტრანსპორტის სალონში გაკრული სტიკერი ასო „Z“–ით, მოეხსნა.

როგორც ირკვევა, ეს ქალის დასჯის პირველი შემთხვევა არაა. მანამდე პენსიონერი დააკავეს, შემდეგ დააჯარიმეს. კერძოდ, 6 მაისს ულან-უდეს სოვეცკის რაიონულმა სასამართლომ ფილონოვა ხუთი დღით დააკავა წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით. დევნის მიზეზი გახდა პენსიონერის თხოვნა ავტობუსის მძღოლისადმი, მოეხსნა სალონიდან ასო „Z“. მამაკაცმა ყველა მგზავრი ჩამოსვა ტრანსპორტიდან და ქალი პოლიციის განყოფილებაში მიიყვანა. ქალი შეუძლოდ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს.

ამასთან, პოლიციამ ადმინისტრაციული საქმე გახსნა რუსული არმიის „დისკრედიტაციის“ მუხლით ფილონოვასა და უფლებადამცველ ნადეჟდა ნიზოვკინას წინააღმდეგ ამ საქმის პირდაპირ ეთერში გადაცემის გამო. შემდეგ კი, იმავე მუხლით, პოლიციამ შეადგინა დასკვნა ულან-უდის მკვიდრზე, ლილია დონსკაიაზე - ის, თითქოს "გვერდით იდგა და ეთანხმებოდა" ფილონოვას ავტობუსში. ქალი 40 ათასი რუბლით დაჯარიმდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S