რუსეთში 2022 წლის პირველ კვარტალში 41%-ით გაიზარდა ღარიბთა რაოდენობა
14/06/2022 10:52:24 მსოფლიო
რუსეთში 2022 წლის პირველ კვარტალში, სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები მოქალაქეების რაოდენობა 41%-ით გაიზარდა, – ამის შესახებ საუბარია როსსტატის ანგარიშში.
როსსტატის შეფასებით, 2022 წლის პირველ კვარტალში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იყო 20,9 მილიონი ადამიანი. ამასთან, 2021 წლის ბოლოს დეპარტამენტმა განაცხადა, რომ 12,4 მილიონი რუსი ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ. ამრიგად, 2022 წლის სამი თვის განმავლობაში რუსეთში ღარიბთა რაოდენობა 8,5 მილიონით, ანუ 40,7%-ით გაიზარდა.
ამასთან, 2021 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, რუსების საშუალო შემოსავალი 47,694 რუბლიდან 36,234 რუბლამდე შემცირდა, რაც 24%-ია. ამავდროულად, საშუალო ხელფასი 62 828 რუბლიდან 60 101 რუბლამდე შემცირდა, ანუ 4,3%-ით. დასაქმებულთა რაოდენობა 800 ათასი ადამიანით შემცირდა.
სოციალური გადასახადების მოცულობა 2022 წლის პირველ კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით 19,4%-ით შემცირდა. ამასთან, 0,7%-ით გაიზარდა სამეწარმეო და სხვა საწარმოო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის წილი შემოსავლების მთლიან სტრუქტურაში.


