Accentnews.ge
ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის საზღვარზე შეიარაღებული ინციდენტი მოხდა, არის მსხვერპლი

ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის საზღვარზე შეიარაღებული ინციდენტი მოხდა, არის მსხვერპლი

14/06/2022 10:29:55 მსოფლიო

14 ივნისს ტაჯიკეთისა და უზბეკეთის საზღვარზე დაწყებულ სროლას 1 ტაჯიკი მესაზღვრის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაჭრილია 3.

მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

რადიო თავისუფლების ტაჯიკური გამოცემის ინფორმაციით, სროლა ბულაყ-ბაშის რაიონში ადგილობრივი დროით 6:50-7:00-ზე დაიწყო, ტაჯიკი მესაზღვრეების მხრიდან. საპასუხოდ ყირგიზმა მესაზღვრეებმა ცეცხლი ჰაერში გახსნეს. ყირგიზებმა ცეცხლი ხელახლა 7:50-ზე გახსნეს, ყუმბარმტყორცნებითა და ნაღმმტყორცნებით. სროლა 8:10-ზე შეწყდა.

ორი ქვეყნის საზღვარზე მსგავსი შეტაკებები რეგულარულად ხდება. ბოლო შემთხვევა 3 ივნისს მოხდა.

დაღუპულია 26 წლის ტაჯიკი მესაზღვრე.

ყირგიზი და ტაჯიკი სამართალდამცველები მომხდართან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S