Accentnews.ge
ოკუპანტებმა საკუთარი საჰაერო თავდაცვის სისტემების მწყობრიდან გამოყვანა და ჯართში ჩაბარება სცადეს – დაზვერვა

ოკუპანტებმა საკუთარი საჰაერო თავდაცვის სისტემების მწყობრიდან გამოყვანა და ჯართში ჩაბარება სცადეს – დაზვერვა

14/06/2022 10:01:11 ევროპა

უკრაინის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების 933-ე საზენიტო სარაკეტო პოლკის ერთ-ერთი ბატარეის მეთაურებმა იმისათვის, რომ წინა ბრძოლის წინა ხაზზე არ გამოსულიყვნენ, გადაწყვიტეს, რომ მათი აღჭურვილობა მწყობრიდან გამოეყვანათ. კერძოდ, უკრაინული დაზვერვის ცნობით, მათ Tor-M2U–ს საბრძოლო მანქანებდან ამოიღეს საკონტროლო ნაწილები და ძვირფასი ლითონების მიღების ადგილზე გაყიდვა გადაწყვიტეს:

"რუსებს, როგორც ყოველთვის, გაუმაძღრობამ სძლიათ: ჯართის შემგროვებელ პუნქტში მათ ძალიან მაღალი ფასი დაასახელეს და კონფლიქტში შევიდნენ ქალთან, რომელიც იღებდა ჯართს. ამ უკანასკნელმა კი მაშინვე შეატყობინა დონეცკის ე.წ. ძალოვანებს“.

დაზვერვის ცნობით, პოლკის სარდლობა დანაკარგი სამხედრო მოქმედებების შედეგად დანაკარგს მიაწერა, ხოლო სამხედროები, რომლებიც ნაწილებს ყიდდნენ, სამსახურს ფრონტის წინა ხაზზე, ქვეითთა დანაყოფში აგრძელებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S