
ძალადობრივი და პრორუსული დაჯგუფება ალტ-ინფო 20 ივნისს პარლამენტთან "დამკვირვებლების" გაგზავნას გეგმავს
14/06/2022 09:35:48 საზოგადოება
ძალადობრივი და პრორუსული დაჯგუფება ალტ-ინფო 20 ივნისს პარლამენტთან "დამკვირვებლების" გაგზავნას გეგმავს.
როგორც "აქცენტს" ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა კოკა მორგოშიამ განუცხადა, სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" აქციას მათი წარმომადეგენლები "დააკვირდებიან".
"ძირითადი თავშეყრის ადგილი ოფისები იქნება. ვიქნებით მზადყოფნაში, თუ რამე ექსესებს ექნება ადგილი" - განაცხადა მორგოშიამ.
კითხვაზე, თუ რას გულისხმობს ექსესებში, მორგოშია მოკლე პასუხით შემოიფარგლა: "იმას, რაც 2019 წლის 20 ივნისს მოხდა".
20 ივნისს ევროკავშირის პასუხის მოლოდინში, პარლამენტთან მოძრაობა სირცხვილია ევროპული არჩევანისა და დასავლური ღირებულებების მხარდამჭერ აქციას შინ ევროპისკენ! გამართავს. ღონისძიებას სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდებიან.