Accentnews.ge
აშშ–ის საელჩო: "რაც არ უნდა აღიზიანებდეს რუსეთს, მათ შორის საქართველოს დამოუკიდებლობა, აშშ თავის პარტნიორებს ზურგს არ შეაქცევს"

აშშ–ის საელჩო: "რაც არ უნდა აღიზიანებდეს რუსეთს, მათ შორის საქართველოს დამოუკიდებლობა, აშშ თავის პარტნიორებს ზურგს არ შეაქცევს"

14/06/2022 09:24:39 პოლიტიკა

საქართველოში აშშ–ის საელჩო აცხადებს, რომ რაც არ უნდა აღიზიანებდეს რუსეთს, მათ შორის საქაღთველოს დამოუკიდებლობა, აშშ თავის პარტნიორებს ზურგს არ შეაქცევს".

"რუსული დეზინფორმაციის მანქანას სჯერა, რომ აბსურდული ტყუილების მრავალჯერ გამეორებით რეალობა შეიცვლება და ისტორიას გადაწერენ.

ფაქტები კი ასეთია:

1991 წელს რუსეთი შეიჭრა საქართველოში

2008 წელს რუსეთი შეიჭრა საქართველოში

2014 წელს რუსეთი შეიჭრა უკრაინაში

2022 წელს რუსეთი შეიჭრა უკრაინაში

ამ და სხვა საომარი მოქმედებების დაწყებას რუსეთი აბრალებს ყველას, საკუთარი თავის გარდა. მათ თუ დავუჯერებთ, უკრაინაში ომი დაიწყო თავად უკრაინამ, ნატო–მ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს - ებრაელმა ნაცისტებმა.

დასავლეთის ერთობლივი მხარდაჭერით საქართველო და უკრაინა ფეხზე დგას, ინარჩუნებს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. რაც არ უნდა აღიზიანებდეს რუსეთს ამ ქვეყნების დამოუკიდებლობა, შეერთებული შტატები თავის პარტნიორებს ზურგს არ შეაქცევს. დასავლეთი ასეთი ერთიანი არასდროს ყოფილა", – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S