Accentnews.ge
"დონბასისთვის ბრძოლა არის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ბრძოლა ევროპისთვის"

"დონბასისთვის ბრძოლა არის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ბრძოლა ევროპისთვის"

14/06/2022 08:39:18 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე დონბასის რეგიონისთვის ბრძოლა ნამდვილად დარჩება სამხედრო ოსტორიაში, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ბრძოლა ევროპაში და ევროპისთვის.

"ჩვენთვის ამ ბრძოლის ფასი ძალიან მაღალია", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, უცხოელი პარტნიორების ყურადღება უკრაინის სამხედრო აღჭურვილობაზე უნდა გამახვილდეს.

ზელენსკის განცხადებით, გუშინ ლისიჩანსკის ბრძოლაში რუსული დაბომბვის შედეგად 6 წლის ბიჭი დაიღუპა.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S