
პროფესიული განვითარების საბჭომ 3 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება შეუჩერა
14/06/2022 08:17:24 საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პროფესიული განვითარების საბჭომ 3 ექიმს სხვადასხვა ვადით შეუჩერა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება, 2 მედიკოსს კი წერილობითი გაფრთხილება მისცეს.
სამინისტროს ცნობით, საბჭოს წევრები განიხილავენ პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს, სამედიცინო პერსონალის შესაძლო გადაცდომებს, პროფესიულ პასუხისმგებლობებსა და არაკეთილსინდისიერ/არაეთიკურ, პაციენტთან შეუსაბამო მოპყრობის შემთხვევებს.
გამოვლენილი დარღვევების გათვალისწინებით, საბჭო უფლებამოსილია, სამედიცინო პერსონალს შეუწყვიტოს საქმიანობის უფლება, ან შეუჩეროს ოპტიმალური ვადით, დაავალოს პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლა და გასცეს წერილობითი გაფრთხილება.