Accentnews.ge
კალაძე: "იგეგმება მეტროს სადგურ ავლაბართან მდებარე შადრევნის დემონტაჟი, მოედანი განახლდება"

კალაძე: "იგეგმება მეტროს სადგურ ავლაბართან მდებარე შადრევნის დემონტაჟი, მოედანი განახლდება"

14/06/2022 08:08:20 საზოგადოება

თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, მერია გეგმავს, ავლაბრის მეტროს სადგურის მიმდებარე ტერიტორიას რეაბილიტაცია ჩაუტაროს, ხოლო საგზაო ცვლილებების გამო დაგეგმილია იქვე არსებული შადრევნის დემონტაჟი.

„ვიწყებთ ავლაბრის მეტროს სადგურის მიმდებარე ტერიტორიის განახლებას. მოედანიც თვითონ უმძიმეს მდგომარეობაშია და ყველაფერი იქნება რეაბილიტირებული. ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდება მეტროს სადგურთან არსებულ „მწვანე კედელს“, რომელიც ფაქტობრივად განადგურებულია. ასევე, ავლაბრის სკვერს, სადაც მიმინოს გმირების ძეგლი დგას და მიმინოს სკვერს. მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი გზაგამყოფი კუნძულები მოეწყობა, დაითესება ბალახი, დამონტაჟდება სარწყავი სისტემა. მოხდება მოედანზე არსებული შადრევნის დემონტაჟი იმიტომ, რომ საგზაო ინფრასტრუქტურა ცოტა განსხვავებულად ეწყობა და ძალიან ლამაზი მოედანი იქნება, როდესაც სამუშაოები დასრულდება. შემდეგი ეტაპი იქნება თვითონ მეტრო სადგურ ავლაბრის სრული რეაბილიტაცია/განახლება, როგორც შიდა სადგურის, ასევე გარე ფასადის", – აცხადებს კალაძე.

მისი თქმით, რეაბილიტირებული მოედანი მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურით და ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S