Accentnews.ge
17 ივნისიდან მელიქიშვილის გამზირი გადაიკეტება

17 ივნისიდან მელიქიშვილის გამზირი გადაიკეტება

14/06/2022 08:02:43 საზოგადოება

თბილისის მერკახა კალაძის განცხადებით, 17 ივნისს, საღამოს საათებში, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო მელიქიშვილის გამზირი გადაიკეტება.

მისივე თქმით, აღნიშნულის გამო ვარაზის ხევსა და კოსტავას ქუჩებზე სატრანსპორტო გადაადგილება ორმხრივად იქნება შესაძლებელი.

"მელიქიშვილის გამზირის სრული რეაბილიტაცია-განახლების ფარგლებში, მთლიანად შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, განახლდება ყველაფერი, როგორც სანიაღვრე სისტემა, ასევე, საკანალიზაციო წყლის მილები, გაზის მილები, ყველაფერი იქნება გამოცვლილი, ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვემოთ იქნება ჩატანილი, ახალი განათების ბოძები, LED სანათები მოეწყობა. ასევე, საფეხმავლო ტროტუარები მოეწყობა, რომ ადამიანმა გადაადგილება ნორმალურად შეძლოს. ახალი მოსაცდელები, საავტობუსო ზოლები გაჩნდება. ყველაფერი გაკეთდება, როგორც თანამედროვე ინფრასტრუქტურას შეესაბამება. გარდა ამისა, გზის სავალი ნაწილიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის საჭირო ზოლი გამოიყოფა, ველობილიკი გაკეთდება, ასევე, მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნები დამონტაჟდება და ქუჩაზე არსებული ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად იქნება ადაპტირებული შშმ პირთათვის,“ - განაცხადა კალაძემ.

პროექტის ღირებულება 6 388 000 ლარია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S