Accentnews.ge
როგორ აღნიშნეს უკრაინელმა მოსწავლეებმა ბოლო ზარი ხარკოვში (ვიდეო)

როგორ აღნიშნეს უკრაინელმა მოსწავლეებმა ბოლო ზარი ხარკოვში (ვიდეო)

14/06/2022 07:44:18 მსოფლიო

უკრაინელმა მოსწავლეებმა ბოლო ზარი რუსებს მიერ დაბომბილი სკოლის შენობის ნანგრევებში აღნიშნეს.

ხარკოვის #134–ე სკოლის მოსწავლეებმა სკოლის შენობის ნანგრევებთან სიმბოლური ღონისძიება გამართეს.

შავ კაბებში გამოწყობილმა გოგონებმა ცეკვა შეასრულეს.

მოზარდებმა ნანგრევებთან ფოტოებიც გადაიღეს:

სკოლის ერთ–ერთი მოსწავლე ვალერია აცხადებს, რომ სკოლის გამოსაშვები საღამო "Rysskiy World" –მა ჩაუშალა:

"მე ვარ 16 წლის... ვსწავლობდი ხარკოვის 134 სკოლაში... მყავდა ბევრი მეგობარი სკოლიდან, ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვიყავით... გოგონები ვარჩევდით კაბებს და აღფრთოვანებული ვიყავით, რომ გამოსაშვებ დღეს ყველა ძალიან ლამაზად ვიქნებოდით, მაგრამ ჩვენთან მოვიდა "Rysskiy World" და ჩაგვიშალა ყველა გეგმა, რაზეც ასე ვოცნებობდით!".

ცნობისთვის: ხარკოვის #134–ე სკოლა რუსებმა 27 თებერვალს დაბომბეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S