
"აშკარაა, რომ უკრაინას იარაღი სჭირდება და ამ კრიტიკულ ფაზაში მხარდაჭერას მნიშვნელოვნად გავზრდით“
14/06/2022 07:52:07 ევროპა
გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის თქმით, ბერლინი უკრაინას ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს გადასცემს. უკრაინა გერმანიისგან ასევე არტილერიის აღმოსაჩენ რადარსაც მიიღებს.
"აშკარაა, რომ უკრაინას თავდაცვისთვის დამატებით იარაღი სჭირდება. ამ კრიტიკულ ფაზაში, ჩვენ მხარდაჭერას მნიშვნელოვნად გავზრდით: გერმანია უკრაინას უახლეს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებსა და არტილერიის აღმოსაჩენ რადარს მივაწვდით". - თქვა შოლცმა.
მისივე თქმით, ბერლინი, მოკავშირეებთან ერთად, NATO-ს ტერიტორიის "თითოეულ კვადრატულ მეტრს" დაიცავს.
აქამდე, გერმანიამ უკრაინას 15 მილიონზე მეტი ტყვია საბრძოლო მასალა, 100 000 ხელყუმბარა და 5 000-ზე მეტი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი გადასცა.