Accentnews.ge
"რუსეთის მიერ უკრაინაში, მათ შორის ჩეჩენი და სირიელი დაქირავებული მებრძოლების გამოყენება ამაზრზენია“

"რუსეთის მიერ უკრაინაში, მათ შორის ჩეჩენი და სირიელი დაქირავებული მებრძოლების გამოყენება ამაზრზენია“

14/06/2022 07:23:10 მსოფლიო

რომის პაპმა ფრანცისკე აცხადებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში, მათ შორის ჩეჩენი და სირიელი დაქირავებული მებრძოლების გამოყენება ამაზრზენია.

მან რუსულ ჯარებს "სასტიკი და ბოროტი" უწოდა და დასძინა, რომ უკრაინელები "გადარჩენისთვის იბრძვიან".

ამასთან, პაპმა იმედი გამოთქვა, რომ სექტემბერში ყაზახეთში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ კირილს შეხვდება.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S