
კიევის ოლქში კიდევ ერთი მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს, ცხედრებს წამების კვალი ეტყობათ
14/06/2022 06:55:13 ევროპა
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კიევის ოლქში, ბუჩასთან ახლოს კიდევ ერთი მასობრივი საფლავი აღმოჩინეს. ცხედრებს წამების კვალი ეტყობათ: ხელები ჰქონდათ შეკრული. მათ მუხლებში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.
პოლიციის წარმომადგენლის ინფორმაციით, მიმდინარეობს სამუშაოები, რათა ცხედრები მასობრივი საფლავებიდან ამოასვენოს და მოხდეს მათი იდენტიფიცირება.
1 200 ადამიანის ცხედარი იდენტიფიცირებული არ არის - მათ შორის არიან მოქალაქეებიც, რომელთა ცხედრები მასობრივ საფლავებში იპოვეს.
პოლიციის უფროსის იგორ კლიმენკოს ცნობით, 12 000 უკრაინელის მკვლელობის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს - მათი 75% კაცია, 2% ბავშვი, დანარჩენი კი - ქალი.
"ბუჩაში, ირპინში, გოსტომელსა და ბოროდიანკაში უამრავი მოკლული ადამიანი იყო - ცხედრები ქუჩაში ვიპოვეთ. სნაიპერები მათ ტანკებიდან, ჯავშანტრანსპორტიორებიდან ესროდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეებს თეთრი სამკლაური ეკეთათ, რომლის ტარებაც რუსებმა აიძულეს". - ამბობს კლიმენკო.