
ხვალ ბათუმში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართება
14/06/2022 06:40:40 საზოგადოება
15 ივნისს ბათუმში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართება. ღონისძიება 11:00სთ–ზე სასტუმრო ,,ჰილტონ ბათუმში" (რუსთაველის გამზირი N40) დაიწყება.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, ღონისძიებაში, აჭარაში მოქმედი 20-მდე მცირე, საშუალო და მსხვილი კომპანია მონაწილეობს. სასტუმრო, სარესტორნო, სავაჭრო, სამრეწველო, საბანკო და სხვა სფეროებიდან.
აღნიშნული ღონისძიების მიზანია აჭარის რეგიონში მცხოვრები დასაქმების მსურველი შშმ პირებისა და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე დამსაქმებლების ერთიან სივრცეში მობილიზება და დასაქმების, სტაჟირებისა და სუბსიდირების პროგრამების ხელშეწყობა.
ფორუმს დაესწრებიან სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამსაქმებლები, პარტნიორი ორგანიზაციები, მედიის წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები. ფორუმი სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს და აჭარის დასაქმების სააგენტოსა ორგანიზებით იმართება.