Accentnews.ge
დღეიდან ევროკავშირმა სამი რუსული ბანკი SWIFT-დან გათიშა

დღეიდან ევროკავშირმა სამი რუსული ბანკი SWIFT-დან გათიშა

14/06/2022 06:15:54 მსოფლიო

დღეიდან ევროკავშირმა სამი რუსული ბანკი – "Sberbank", "როსელხოზბანკი" და მოსკოვის საკრედიტო ბანკი SWIFT-ს ბანკთაშორისი სისტემიდან გათიშა.

აღნიშნული ნაბიჯი უკრაინაში ომის გამო რუსეთისთვის დაწესებული ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტის ნაწილია.

ბანკების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ SWIFT-დან გათიშვა დიდად არ იმოქმედებს მათს მუშაობაზე. "სბერბანკმა", რუსული მედიის ცნობით, განაცხადა, რომ ისინი ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ და SWIFT-დან გათიშვა არ ცვლის ვითარებას საერთაშორისო დასახლებებთან დაკავშირებით. მოსკოვის საკრედიტო ბანკმა აღნიშნა, რომ ტრანზაქციები რუსეთის შიგნით გაგრძელდება ჩვეულ რეჟიმში, თუმცა საზღვარგარეთ გადახდების შემთხვევაში, მათი შესრულების ვადები შეიძლება გაიზარდოს. "როსელხოზბანკმა" აღნიშნა, რომ რუსეთის საბანკო სისტემაში შეიქმნა აუცილებელი პირობები უწყვეტი ავტონომიური მუშაობის უზრუნველსაყოფად.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S