“აზოვის” ბატალიონი: "ვიბრძოლებთ მანამ, სანამ უკრაინის ყველა ქალაქი და სოფელი არ გათავისუფლდება ოკუპანტებისგან"
14/06/2022 06:00:50 მსოფლიო
“აზოვის” ბატალიონის განცხადებით, "იბრძოლებენ მანამ, სანამ უკრაინის ყველა ქალაქი და სოფელი არ გათავისუფლდება ოკუპანტებისგან".
„აზოვი“ ცოცხალია და ქალაქიც გააგრძელებს ცხოვრებას. ჩვენ შურს ვიძიებთ ყველა დაღუპულისთვის, ყველა დანგრეული შენობისთვის, ყველა ქუჩისთვის. პუტინი ფიქრობს, რომ "აზოვი" „აზოვსტალის“ ნანგრევების ქვეშ დარჩა, მაგრამ აზოვი ახლა მთელი ქვეყანაა“, - ნათქვამია ბატალიონის ტელეგრამ–არხზე გავრცელებულ განცხადებაში.
მისი ცნობით, „აზოვი“ მარიუპოლს დააბრუნებს:
„ჩვენ ვიბრძოლებთ მანამ, სანამ უკრაინის ყველა ქალაქი და სოფელი არ გათავისუფლდება ოკუპანტებისგან“.
უკრაინელი სამხედროები მარიუპოლს 80 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში იცავდნენ. რუსი დამპყრობლების მიერ ბლოკირებული „აზოვსტალის“ ქარხნიდან უკრაინელი დამცველების ევაკუაცია 16 მაისს დაიწყო და რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდა.


