სპინუ:"მოლდოვას აქვს რეალური შანსი, ბუნებრივი აირი აზერბაიჯანიდან მიიღოს"
14/06/2022 06:05:00 მსოფლიო
მოლდოვის ვიცე-პრემიერის, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტის, ანდრეი სპინუს განცხადებით, მოლდოვას აქვს რეალური შანსი ბუნებრივი აირი აზერბაიჯანიდან მიიღოს".
ამის შესახებ მან ტელეკომპანია TV8-ის ეთერში განაცხადა.
მინისტრს დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, რომ ეს შესაძლოა, მიმდინარე წელსაც მოხდეს.
„მოლდოვას აქვს რეალური შანსები, საბოლოოდ მოახდინოს გაზის მიწოდების წყაროების დივერსიფიკაცია და ეს ადრე თუ გვიან მოხდება. ვადებს არ დავასახელებ, მაგრამ გარანტიას გაძლევთ, რომ მოლდოვას ექნება გაზის დივერსიფიცირებული წყაროები მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში. ეს შეიძლება მოხდეს წელსაც კი“, - თქვა სპინუმ.
მისივე თქმით, "ბაზარი ძალიან დინამიურია და ვხედავთ, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში დაფიქსირდა დადებითი ტენდენცია, დაიწყო ფასების კლება".
„აღნიშნულ საკითხზე უკვე მიმდინარეობს განხილვა აზერბაიჯანში კოლეგებთან და მის ფარგლებს გარეთაც“, - დასძინა მინისტრმა.
მინისტრი ასევე ამბობს, რომ მოლდოვის რესპუბლიკა ამჟამად ქმნის გაზის რეზერვებს და მაგალითად მოჰყავს მაისში „ენერგოკომის“ მიერ 24 მილიონი კუბური მეტრი გაზის შეძენა.


