POLITICO - კომისია უკრაინისთვის სტატუსის მინიჭებას მოითხოვს, საქართველოზე დარწმუნებლნი არ არიან
14/06/2022 05:55:06 მსოფლიო
ევროკომისია უკრაინისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას მოითხოვს, საქართველოზე დარწმუნებლნი არ არიან, – იუწყება POLITICO წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, კომისრები ძირითადად მხარს უჭერდნენ მოლდოვას, სადაც მყარად პროევროპული ხელისუფლებაა, მაგრამ ნაკლებად იყვნენ დარწმუნებულები საქართველოს გამო, რომელიც დაზარალდა პოლიტიკური მღელვარებისა და შესამჩნევი დემოკრატიული უკუსვლის გამო.
"კომისიას არ ავიწყდება, რომ უკრაინა - ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, სადაც ადამიანი დაიღუპნენ, სადაც ადამიანებს ესროდნენ, რადგან ქუჩაში ევროკავშირის დროშებით ხელში იყვნენ. ახლა მათ ვერ ვეტყვით, უკაცრავად, მეგობრებო, თქვენ არასწორ დროშებს აფრიალებდით", - თქვა ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.
როგორც გამოცემა წერს, სულ მცირე, სამი ქვეყანა კვლავ წინააღმდეგია უკრაინისთვის სტატუსის მინიჭების.


