Accentnews.ge
გაიდაი: "რუსებმა სევეროდონეცკში მიმავალი ყველა ხიდი გაანადგურეს"

გაიდაი: "რუსებმა სევეროდონეცკში მიმავალი ყველა ხიდი გაანადგურეს"

13/06/2022 18:54:27 მსოფლიო

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი ამბობს, რომ რუსებმა სევეროდონეცკში მიმავალი ყველა ხიდი გაანადგურეს.

"ყველა ხიდი განადგურებულია, თუმცა სევეროდონეცკი ბლოკირებული არ არის. არის ქალაქთან კომუნიკაცია. რაშისტებმა მთლიანად ვერ აიღეს სევეროდონეცკი, ქალაქის ნაწილი უკრაინის კონტროლის ქვეშაა", -განაცხადა გაიდაიმ.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქიდან ევაკუაცია შეუძლებელია, უკრაინის მცველებს დაჭრილების სამედიცინო დაწესებულებში გაგზავნის შესაძლებლობა აქვთ.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S