კვლევა – 2022 წელს რუსეთს სავარაუდოდ, 15 000–ზე მეტი მილიონერი დატოვებს
13/06/2022 17:45:59 მსოფლიო
2022 წელს რუსეთს სავარაუდოდ, 15 000–ზე მეტი მილიონერი დატოვებს, – ნათქვამია კვლევაში, რომელიც ლონდონში დაფუძნებული ფირმის "Henley & Partners" მიგრაციის მონაცემებს ეყრდნობა.
"გასული ათწლეულის განმავლობაში რუსეთიდან ემიგრაციაში წასული შეძლებული ადამიანების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდებოდა. ისტორიულად, ქვეყნების ნგრევას, როგორც წესი, წინ უძღოდა მდიდარი ადამიანების ემიგრაციის დაჩქარება, რომლებიც ქვეყანას ხშირად პირველები ტოვებენ, რადგან აქვთ ამის საშუალება", – განაცხადა New World Wealth-ის მკვლევარმა ენდრიუ ამოილსმა, რომელმაც "Henley & Partners"–სთვის შეაგროვა მონაცემები.
კვლევის შედეგების თანახმად, 2022 წელს არაბთა გაერთიანებული საამიროები სავარაუდოდ, მილიონერების ემიგრაციის ნომერ პირველი ქვეყანა გახდება.


