Accentnews.ge
თურქეთმა შავი ზღვის ფსკერზე გაზსადენის მშენებლობას საფუძველი ჩაუყარა

თურქეთმა შავი ზღვის ფსკერზე გაზსადენის მშენებლობას საფუძველი ჩაუყარა

13/06/2022 17:29:22 მსოფლიო

თურქეთმა შავი ზღვის ფსკერზე ახალი გაზსადენის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. ცერემონიას ქვეყნის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დაესწრო.

„ძალიან მოხარულები ვართ, რომ მივაღწიეთ კრიტიკულად მნიშვნელოვან სტადიას შავ ზღვაში გაზის მოპოვებასთან დაკავშირებით. 2023 წლის პირველ კვარტალში ჩვენი ეროვნული გაზის ტრანსპორტირების სისტემაში 10 მილიონი კუბური მეტრის ოდენობის ბუნებრივი გაზი გაეშვება. იმედი გვაქვს, რომ საქარიას გაზის საბადო მოპოვების პიკს 2026 წელს მიაღწევს“, - განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა შავ ზღვაში ბუნებრივი აირის საბადოს აღმოჩენის შესახებ განცხადება 2020 წლის 21 აგვისტოს გააკეთა. ერდოღანმა მაშინ აღნიშნა, რომ საქარიას საბადოზე 405 მილიარდი კუბური მეტრის ოდენობის ბუნებრივი აირის მარაგია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S