უკრაინის მთავრობამ უკრაინული ქვანახშირის, მაზუთისა და გაზის ექსპორტი აკრძალა
13/06/2022 16:45:03 მსოფლიო
უკრაინის მთავრობამ ქვეყნიდან უკრაინული ქვანახშირის, მაზუთისა და გაზის ექსპორტი აკრძალა. შესაბამისი განკარგულება 10 ივნისით თარიღდება.
მინისტრთა კაბინეტმა უკრაინაში, უკვე შექმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი მომავალი ზამთრის სეზონისთვის მოსამზადებლად. პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, უკრაინა მომავალი ზამთრისთვის უნდა მოემზადოს, რადგან ეს იქნება ყველაზე რთული ზამთარი ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში.
"ამ დროს ჩვენ არ გავყიდით ჩვენს გაზს და ნახშირს საზღვარგარეთ. მთელი შიდა წარმოება მიმართული იქნება ჩვენი მოქალაქეების შიდა საჭიროებებზე", – განაცხადა ზელენსკიმ.


