Accentnews.ge
უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ესპანეთის პორტში შევიდა

უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ესპანეთის პორტში შევიდა

13/06/2022 13:39:06 მსოფლიო

გემი, რომელსაც 18 000 ტონა უკრაინული მარცვლეული გადაჰქონდა, ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთის პორტში შევიდა.

CNN- ის ცნობით, აღნიშნულ მარშრუტს მოიხსენიებენ, როგორც "ახალი საზღვაო მარშრუტი", რომელიც მიზნად უკრაინის პორტებზე რუსეთის ბლოკადისგან თავის არიდებას ისახავს.

გამოცემა წერს, რომ სატვირთო გემს Alppila 14 ივნისს ჩამოტვირთავენ.

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინა ცდილობს, ახალი მარშრუტების შექმნას რუმინეთთან, პოლონეთთან და ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, რათა უკრაინის საზღვაო პორტებში ჩარჩენილმა 22 მილიონმა ტონა მარცვლეულმა დანიშნულების ადგილამდე მიაღწიოს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S