Accentnews.ge
ფინეთის პრეზიდენტი: "უკრაინაც და რუსეთიც უფრო მძიმე იარაღს იყენებენ"

ფინეთის პრეზიდენტი: "უკრაინაც და რუსეთიც უფრო მძიმე იარაღს იყენებენ"

13/06/2022 12:24:43 მსოფლიო

ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტოს განცხადებით, "უკრაინაც და რუსეთიც უფრო მძიმე იარაღს იყენებენ, მათ შორის რუსეთის შემთხვევაში – თერმობარულ ბომბებს". ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

"ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას მძიმე შეიარაღებით. მეორეს მხრივ, რუსეთმა ასევე დაიწყო ძალიან ძლიერი იარაღის – თერმობარული ბომბების გამოყენება, რომლებიც მასობრივი განადგურების იარაღია", – განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა.

კიევი და ნატო–ს ქვეყნები, მათ შორის დიდი ბრიტანეთი, ადანაშაულებენ რუსეთს თერმობარული იარაღის გამოყენებაში, რომელიც უფრო დამღუპველია, ვიდრე ჩვეულებრივი ასაფეთქებელი ნივთიერებები.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S