Accentnews.ge
ბრიტანული დაზვერვა – უკრაინელი სამხედროები რუსული ძალების შესაჩერებლად ხიდების დანგრევას ცდილობენ, სევეროდონეცკის გარშემო მძიმე ბრძოლებია

ბრიტანული დაზვერვა – უკრაინელი სამხედროები რუსული ძალების შესაჩერებლად ხიდების დანგრევას ცდილობენ, სევეროდონეცკის გარშემო მძიმე ბრძოლებია

13/06/2022 09:54:00 მსოფლიო

ბრიტანული დაზვერვის სამსახურის ცნობით, ბოლო 48 საათის მანძილზე სევეროდონეცკის გარშემო მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა

"უკრაინელი სამხედროები რუსული ძალების შესაჩერებლად ხიდების დანგრევას ცდილობენ," - ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ანგარიშში.

მისი ინფორმაციით, "უახლოეს პერიოდში მდინარე სივერსკი დონეცის გადაკვეთა ომის მნიშვნელოვანი და ამავე დროს განმსაზღვრელი ფაქტორი იქნება".

მანამდე, ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა, რომ რუსები სევეროდონეცკის 70 %–ს აკონტროლებენ.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S