Accentnews.ge
მეტროს სადგურ „გოცირიძის“ გახსნა 3 თვით გადაიდო

მეტროს სადგურ „გოცირიძის“ გახსნა 3 თვით გადაიდო

13/06/2022 09:02:44 საზოგადოება

მეტროს სადგურ „გოცირიძის“ გახსნა 3 თვით ისევ გადაიდოქალაქი პუბლიკა13:00, 13 ივნისი, 2022 თბილისში მეტროსადგურ „გოცირიძის“ გახსნა ისევ გადაიდო. „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ აცხადებენ, რომ „გოცირიძე“ აგვისტოში გაიხსნება.

მანამდე, თბილისის მერია აცხადებდა, რომ მეტროს სადგურზე სარემონტო და სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულება მაისში იგეგმებოდა, თუმცა სადგურის გახსნა ერთი თვით გადავადდა.

„ჩვენ ვფიქრობდით, რომ დაახლოებით ერთ თვეში ჩავეტეოდით, თუმცა კვლევების შედეგად საჭირო გახდა კიდევ დამატებითი სამუშაოების ჩატარება და ამან გარკვეული დრო მოითხოვა. უხალოეს დღეებში დაიწყება ინტენსიური სამუშაოები ბაქანის დასხმის და დაახლოებით აგვისტოსთვის ვგეგმავთ, რომ განვაახლოთ მგზავრთა მიღება“, – აცხადებენ „სატრანსპორტო კომპანიაში“.

მეტროსადგურით მოქალაქეები თითქმის 2 წელია, ვეღარ სარგებლობენ. „გოცირიძის“ რემონტი და რეკონსტრუქცია 2020 წლის ივლისში დაიწყო და 2021 წლის 6 თებერვალს უნდა დასრულებულიყო.

„გოცირიძის“ გახსნამდე მგზავრების მომსახურების მიზნით მეტროს სადგურ „დიდუბიდან“ მეტროს სადგურ გოცირიძემდე დაინიშნა ავტობუსის დროებითი მარშრუტი №369.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S