Accentnews.ge
რუსი რეჟისორი: "როგორ არ გავბრაზდე, როცა რუსული ბომბების გამო მშვიდობიანი მოქალაქეები იღუპებიან? როცა ქალაქებს რუკიდან აქრობენ?"

რუსი რეჟისორი: "როგორ არ გავბრაზდე, როცა რუსული ბომბების გამო მშვიდობიანი მოქალაქეები იღუპებიან? როცა ქალაქებს რუკიდან აქრობენ?"

13/06/2022 08:45:17 მსოფლიო

რუსი რეჟისორი კირილ სერებრენიკოვი რუსეთის მოქმედ ხელისუფლებას უკრაინაში შეჭრის გამო მწვავედ აკრიტიკებს.

"როგორ არ გავბრაზდე იმაზე, რაც ხდება? როგორ არ გავბრაზდე, როცა უკრაინელები იხოცებიან რუსული ბომბების გამო? როდესაც ქალაქებს რუკიდან აქრობენ? როდესაც მშვიდობიანი მოქალაქეები იღუპებიან? როგორ შეიძლება ამაზე არ ილაპარაკო? როგორ ვუწოდო ამ მკვლელობას "სპეცოპერაცია?", – აცახდებს რეჟისორი.

მიუხედავად ხელისუფლებასთან ხშირი დაპირისპირებისა, კირილ სერებრენიკოვს არასოდეს დაუტოვებია რუსეთი. მაგრამ ვლადიმირ პუტინის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მარტის ბოლოს სერებრენიკოვი, რომელიც რუსეთის ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებდა, საცხოვრებლად ბერლინში გადავიდა.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S