Accentnews.ge
საქსტატი – მაისში საქართველომ რეკორდული - $504 მილიონის საქონელი გაიტანა ექსპორტზე

საქსტატი – მაისში საქართველომ რეკორდული - $504 მილიონის საქონელი გაიტანა ექსპორტზე

13/06/2022 08:09:11 ეკონომიკა

მაისში საქართველომ რეკორდული მოცულობის - 504 მილიონი დოლარის საქონელი გაიტანა ექსპორტზე - ამის შესახებ საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი.

საქსტატის მონაცემებით, წინა წელთან შედარებით, მაისში ექსპორტირებულია 164 მილიონი დოლარით მეტი საქონელი, რაც 48%-იან ზრდას წარმოადგენს.

ექსპორტთან ერთად, მკვეთრად არის გაზრდილი იმპორტიც, ის მაისში 1.1 მილიარდი დოლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 45%-ით მეტია.

მთლიანობაში იანვარ-მაისში საქართველოს ექსპორტი 2.09 მილიარდი დოლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 36.2%-ით მეტია. იმპორტი კი 4.8 მილიარდი დოლარი იყო, რაც წლიურად 37%-ით არის გაზრდილი.

საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი, ანუ სხვაობა ექსპორტსა და იმპორტს შორის მინუს 2.7 მილიარდი დოლარი იყო, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 39.5%-ია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S