Accentnews.ge
CREA - უკრაინაში ომის დაწყებიდან 100 დღეში რუსეთმა საწვავის ექსპორტით 93 მლრდ ევროს ოდენობის შემოსავალი მიიღო

CREA - უკრაინაში ომის დაწყებიდან 100 დღეში რუსეთმა საწვავის ექსპორტით 93 მლრდ ევროს ოდენობის შემოსავალი მიიღო

13/06/2022 07:47:27 მსოფლიო

უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებიდან 100 დღეში, რუსეთმა წიაღისეული საწვავის (ნავთობი, გაზი, ნახშირი) ექსპორტის შედეგად 93 მილიარდი ევროს ოდენობის შემოსავალი მიიღო, – იუწყება ენერგეტიკის და სუფთა ჰაერის კვლევის დამოუკიდებელი, საერთაშორისო ცენტრი (CREA).

საერთაშორისო ცენტრმა დღეს გამოაქვეყნა ანგარიში სახელწოდებით „პუტინის ომის დაფინანსება“, რომლის თანახმად, 24 თებერვლიდან 3 ივნისის ჩათვლით, რუსეთიდან ექსპორტირებული წიაღისეული საწვავის 61% ევროკავშირის ქვეყნებმა შეიძინეს. მათ მიერ განხორციელებული იმპორტის შედეგად, რუსეთმა მიიღო დაახლოებით 57 მილიარდი ევროს შემოსავალი.

CREA-ს მონაცემებით, უკრაინაში ომის დაწყებიდან 100 დღეში რუსეთიდან ყველაზე მეტი, 12.6 მილიარდი ევროს ოდენობის წიაღისეული საწვავი შეიძინა ჩინეთმა. მას მოსდევენ:

  • გერმანია(12.1 მილიარდი);
  • იტალია(7.8 მილიარდი);
  • ნიდერლანდი(7.8 მილიარდი);
  • თურქეთი(6.7 მილიარდი);
  • პოლონეთი(4.4 მილიარდი);
  • საფრანგეთი(4.3 მილიარდი).
  • ინდოეთი(3.4 მილიარდი).

უკრაინა მსოფლიოს სახელმწიფოებისგან მოითხოვს, რომ რუსეთს სრულად დაუბლოკონ ომის დაფინანსების მთავარი წყარო - ენერგომატარებლები. ევროკავშირის სანქციების ამ დროისთვის ბოლო, მეექვსე პაკეტი რუსული ნავთობის იმპორტის ეტაპობრივ და ნაწილობრივ აკრძალვას ითვალისწინებს.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირის ქვეყნებმა აქტიურად დაიწყეს მუშაობა იმისთვის, რომ რუსულ გაზზე დამოკიდებული აღარ იყვნენ. გაერთიანების წევრი არაერთი სახელმწიფო რუსულ გაზს უკრაინის ტერიტორიის გავლით იღებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S