Accentnews.ge
შოლცი, მაკრონი და დრაგი კიევს  ეწვევიან ევროკომისიის დასკვნამდე ერთი დღით ადრე

შოლცი, მაკრონი და დრაგი კიევს ეწვევიან ევროკომისიის დასკვნამდე ერთი დღით ადრე

13/06/2022 07:50:31 ევროპა

იტალიის პრემიერ–მინისტრი მარიო დრაგი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 16 ივნისს უკრაინას ეწვევიან,– იუწყება La Stampa.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ლიდერები შეიკრიბებიან, რათა უკრაინის პრეზიდენტს დაუდასტურონ სამი უდიდესი ევროპული ქვეყნის მხარდაჭერა.

ვიზიტი შედგება ერთი დღით ადრე, ვიდრე ევროკომისია საკუთარ დასკვნას გამოიტანს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შესახებ უკრაინის განცხადებაზე. რის შემდეგაც, 23-24 ივნისს ევროკავშირის ლიდერები იმსჯელებენ პოლიტიკური გადაწყვეტილების თაობაზე.

მანამდე გერმანული Bild იუწყებოდა, რომ შოლცს კიევში ჩასვლა საფრანგეთისა და იტალიის ლიდერებთან ერთად სურდა, თუმცა თარიღი არ დაუსახელებია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S