Accentnews.ge
კანადამ რუსეთის საელჩოსთან დაკავშირებული ინციდენტის გამო ბოდიში მოიხადა

კანადამ რუსეთის საელჩოსთან დაკავშირებული ინციდენტის გამო ბოდიში მოიხადა

13/06/2022 07:38:04 მსოფლიო

კანადის მთავრობამ განაცხადა, რომ არასწორი იყო მაღალი თანამდებობის პირის გაგზავნა რუსეთის დღისადმი მიძღვნილ წვეულებაზე რუსეთის საელჩოში,– იუწყება The Globe and Mail.

„კანადის წარმომადგენელი არ უნდა დასწრებოდა რუსეთის საელჩოში გამართულ ღონისძიებას და მომავალში მსგავს ღონისძიებებს არც ერთი წარმომადგენელი არ დაესწრება“,– თქვა კრისტელ ჩარტრანმა, კანადის საერთაშორისო ურთიერთობების წარმომადგენელმა.

მიღება 10 ივნისს გაიმართა რუსეთის საელჩოში, შარლოტას ქუჩაზე, რომელსაც ცოტა ხნის წინ თავისუფალი უკრაინა ეწოდა.

სტუმრებს შორის იყვნენ პაკისტანის, ეგვიპტისა და აფრიკის სხვა ქვეყნების წარმომადგენლები.

ღონისძიებაზე კანადის მხრიდან წარმოდგენილი იყო კანადის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პროტოკოლის უფროსის მოადგილე. ამის შესახებ კანადურმა მედიამ დაწერა, რის შემდეგაც მთავრობას მოუწია ბოდიშის მოხდა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ კი ასეთ ვიზიტს "მიუღებელი" უწოდა.

„კანადის არც ერთი წარმომადგენელი არ უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი რუსეთის საელჩოში გამართულ ღონისძიებაზე და მომავალში არ დაესწრება. კანადა აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში“, - დაწერა მან Twitter-ზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S