Accentnews.ge
რუსეთის ყოფილი პრემიერ–მინისტრი: "აუცილებელია, ომი უკრაინამ მოიგოს"

რუსეთის ყოფილი პრემიერ–მინისტრი: "აუცილებელია, ომი უკრაინამ მოიგოს"

13/06/2022 07:24:29 მსოფლიო

რუსეთის ყოფილი პრემიერ–მინისტრი მიხეილ კასიანოვი აცხადებს, რომ აუცილებელია, ომი უკრაინამ მოიგოს.

მისი ვარაუდით, ომი შესაძლოა 2 წელიწადი გაგრძელდეს.

"უკრაინის გამარჯვება აუცილებელია. რადგან თუ კიევი დაეცემა, შემდეგი ბალტიის ქვეყნები იქნებიან“, – განაცხადა კასიანოვმა.

რაც შეეხება რუსეთის მომავალს, მისი ვარაუდით რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი საბოლოოდ "კვაზიმემკვიდრით" შეიცვლება, რომელსაც "უსაფრთხოების სამსახურები აკონტროლებენ".

"თუმცა მემკვიდრე ვერ შეძლებს სისტემის დიდხანს გაკონტროლებას და საბოლოოდ რუსეთი ჩაატარებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს", – განაცხადა ყოფილმა პრემიერმა და იქვე დასძინა;

”დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი დაუბრუნდება დემოკრატიული სახელმწიფოს აშენების გზას,” - განაცხადა მან.

მიხეილ კასიანოვი რუსეთის პრემიერ–მინისტრი 2000-დან 2004 წლამდე იყო. პუტინის მიერ თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ კასიანოვი შეუერთდა რუსეთის ოპოზიციას და გახდა კრემლის ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი კრიტიკოსი.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S