Accentnews.ge
20 წლის ბიჭი, რომელსაც ბათუმში, მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი ნივთი დაეცა, მართვით სუნთქვაზე იმყოფება

20 წლის ბიჭი, რომელსაც ბათუმში, მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი ნივთი დაეცა, მართვით სუნთქვაზე იმყოფება

13/06/2022 06:56:40 საზოგადოება

ბათუმში მშენებარე კორპუსთან დაშავებულ 20 წლის ბიჭს ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში თავის არეში ოპერაცია ჩაუტარდა.

კაცი რეანიმაციულ განყოფილებაში მძიმე მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ცნობისთვის: გუშინ კორპუსიდან ნივთის ჩამოვარდნის შედეგად მოქალაქემ თავის არეში მძიმე ტრავმა მიიღო. მომხდართან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო- სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

ბათუმის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ ფაქტზე მოკვლევა დაიწყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S