
ომის 110–ე დღე: უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს
13/06/2022 06:43:08 ევროპა
უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან რუსულმა არმიამ 32300 ჯარისკაცი და ათასობით ტექნიკა დაკარგა,– იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი.
კერძოდ, უკრაინის მონაცემებით, ვლადიმირ პუტინის მიერ გაჩაღებულ ომში რუსეთის დანაკარგები 13 ივნისის მდგომარეობით დაახლოებით ასე გამოიყურება:
- პერსონალი - 32300 (+150 გასულ დღე–ღამეში) ადამიანი,
- ტანკები 1432 (+2),
- დაჯავშნული საბრძოლო მანქანები - 3492 (+8),
- საარტილერიო სისტემები - 718 (+3),
- ზალპური ცეცხლის სისტემა [MLRS] – 226,
- საჰაერო თავდაცვის სისტემები - 97,
- თვითმფრინავი - 213 (+1),
- ვერტმფრენები - 178,
- გემები / ნავები - 13,
- საავტომობილო ტექნიკა და ავტოციცტერნები – 2460 (+5),
- ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი -585 (+3),
- სპეციალური აღჭურვილობა - 54,
- საკრუიზო რაკეტა – 125.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო 48 საათის განმავლობაში სევეროდონეცკის გარშემო მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა.
ამასთან, ბრიტანული დაზვერვა 13 ივნისის ანგარიშში აღნიშნავს, უახლოეს მომავალში მდინარე სივერსკი დონეცის გადაკვეთა ომის მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორი იქნება.
"რუსეთის 90 კილომეტრის სიგრძის ფრონტის ხაზი დონბასში, მდინარე სივერსკი დონეცის დასავლეთით მდებარეობს. დონბასში მიმდინარე თავდასხმების გამო, რუსეთს ან უკან დახევა ან მდინარის გადაკვეთა მოუწევს. უკრაინის სახმედრო ძალები ოკუპანტების შესაჩერებლად ხიდების დანგრევას ცდილობენ". - ნათქვამია ანგარიშში.
თავის მხრივ უკრაინის გენერალური შტაბი აღნიშნავს, რომ რუსმა სამხედროებმა ნაწილობრივ წარმატებას მიაღწიეს ლუგანსკის ოლქის ქალაქ სევეროდონეცკში.
მისი ცნობით, მოწინააღმდეგემ არტილერიის მხარდაჭერით განხორციელებული იერიშების შედეგად უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებს ქალაქის ცენტრიდან უკან დაახევინა, თუმცა საბრძოლო მოქმედებები გრძელდება.
რაც შეეხება ბახმუტის მიმართულებას, გენშტაბი იუწყება, რომ უკრაინელმა ჯარისკაცებმა წარმატებით მოიგერიეს მტრის თავდასხმა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ წუხელ ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროები სევეროდონეცკის თითოეული მეტრისთვის იბრძვიან და ქალაქის ქუჩებში სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობს. მისი თქმით, რუსმა სამხედროებმა დაანგრიეს სევეროდონეცკიდან მეზობელი ლისიჩანსკისკენ მიმავალი ხიდი, რამაც კიდევ უფრო გაართულა მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია.