Accentnews.ge
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და საქართველოს უსინათლოთა კავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და საქართველოს უსინათლოთა კავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

13/06/2022 06:31:00 საზოგადოება

მიმდინარე წლის 𝟏𝟎 ივნისს სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და ა(ა)იპ საქართველოს უსინათლოთა კავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც შშმ პირების დასაქმების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, მემორანდუმის მიზანი შშმ პირთათვის სხვადასხვა ღონისძიების, პროექტისა და პროგრამის დაგეგმვა, განხორციელება, სააგენტოს კომპეტენციაში შემავალი სერვისების მისაწვდომობის უზრუნველყოფა და მათი დასაქმებაა.

მემორანდუმს ხელი სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა ნინო ველთაურმა და ა(ა)იპ საქართველოს უსინათლოთა კავშირის თავჯდომარემ სოფიკო ხუციშვილმა მოაწერეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S