უკრაინის გენშტაბი: "შავ ზღვაში სარაკეტო იარაღის გამოსაყენებლად მზადყოფნაშია 6 რუსული გემი“
13/06/2022 06:06:00 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, შავ ზღვაში სარაკეტო იარაღის გამოსაყენებლად მზადყოფნაშია რუსული გემები.
მისი ცმობით, "რუსი აგრესორი შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში სამოქალაქო გადაზიდვებს ბლოკავს".
„შავ ზღვაში სარაკეტო იარაღის გამოსაყენებლად მზადყოფნაშია „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების 6 გადამზიდი“, - აცხადებენ გენშტაბში.
ცნობისათვის: უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის 108 დღის განმავლობაში უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ გაშვებული მხოლოდ ფრთოსანი რაკეტების რაოდენობა 2 595-ია.


