Accentnews.ge
Amnesty International: "რუსული ძალები ხარკოვს აკრძალული საბრძოლო მასალით ბომბავდნენ"

Amnesty International: "რუსული ძალები ხარკოვს აკრძალული საბრძოლო მასალით ბომბავდნენ"

13/06/2022 05:17:59 მსოფლიო

ორგანიზაცია Amnesty International-ის ინფორმაციით, რუსული საოკუპაციო ძალები ქალაქ ხარკოვს აკრძალული კასეტური საბრძოლო მასალით და არაზუსტი რაკეტების გამოყენებით ბომბავდნენ.

Amnesty International-მა აღმოაჩინა მტკიცებულება, რომ რუსულმა ძალებმა არაერთხელ გამოიყენეს 9N210/9N235 კასეტური ბომბები, ასევე გაფანტული ნაღმები, რომლებიც საერთაშორისო ხელშეკრულებით აკრძალვას ექვემდებარება.

"ხარკოვის მოსახლეობა ბოლო თვეების განმავლობაში განურჩეველი თავდასხმების დაუნდობელ ქარს წააწყდა, რის შედეგადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაშავდა. ადამიანებს კლავენ საკუთარ სახლებსა და ქუჩებში, სათამაშო მოედნებსა და სასაფლაოებზე, ჰუმანიტარული დახმარებისთვის რიგში დგომისას და საკვების, ასევე მედიკამენტების შესყიდვისას", - განაცხადა ორგანიზაციის კრიზისებზე რეაგირების უფროსმა მრჩეველმა დონატელა როვერამ.

ამასთან, ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ საყოველთაოდ აკრძალული საბრძოლო მასალის გამოყენება შოკისმომგვრელია და კიდევ ერთხელ მიუთითებს მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის უგულებელყოფაზე.

"რუსეთის ძალებმა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ საზარელ თავდასხმებზე, პასუხი უნდა აგონ თავიანთ ქმედებებზე, ხოლო დაზარალებულებმა და მათმა ოჯახებმა უნდა მიიღონ სრული რეპარაცია", - ამბობენ ორგანიზაციაში.

ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის სამედიცინო დეპარტამენტის დირექტორმა Amnesty International-ს განუცხადა, რომ კონფლიქტის დაწყების შემდეგ ხარკოვში 606 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 1 248 კი დაშავდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S