Accentnews.ge
ბერლუსკონი: "პუტინმა ჩემს ზარებს არ უპასუხა"

ბერლუსკონი: "პუტინმა ჩემს ზარებს არ უპასუხა"

12/06/2022 15:28:44 მსოფლიო

იტალიის ყოფილი პრემიერ–მინისტრი, სილვიო ბერლუსკონი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ორჯერ დაურეკა, თუმცა კრემლის ლიდერმა მის ზარება არ უპასუხა.

"ბოლო დროს პუტინთან არ მისაუბრია. ჩვენ კარგი მეგობრები ვიყავით. ოპერაციის საწყის ეტაპზე ორჯერ დავურეკე, თუმცა პასუხი არ მიმიღია. ამიტომ, ამის შემდეგ თავი შევიკავე შემდგომი მცდელობებისგან", – აცხადებს ბერლუსკონი.

ბერლუსკონისა და პუტინს ხანგრძლივი მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ. 2011 წლის შემდეგ, როდესაც ბერლუსკონი თანამდებობიდან გადადგა, მან პუტინთან ურთიერთობა კვლავ გააგრძელა.

აპრილში ბერლუსკონიმ განაცხადა, რომ იგი "იმედგაცრუებული" იყო პუტინის ქმედებებით.

"მას ყოველთვის მივიჩნევდი საღი აზრის მქონე ადამიანად", - აცხადებდა იტალიის ყოფილი პრემიერი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S