Accentnews.ge
ბათუმში კაცს მშენებლობიდან ჩამოვარდნილი საგანი დაეცა

ბათუმში კაცს მშენებლობიდან ჩამოვარდნილი საგანი დაეცა

12/06/2022 15:21:21 საზოგადოება

ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე კაცს მშენებლობიდან ჩამოვარდნილი საგანი დაეცა. გამოცემა "ბათუმელების" ინფორმაციით, კაცმა გონება დაკარგა, იგი ჰოსპიტალიზებულია.

კლინიკაში აცხადებენ, რომ კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, იგი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

ექიმების თქმით, დაშავებულს მრავლობითი დაზიანება აქვს, მთავარი დაზიანება კი კეფის არეში აქვს მიღებული.

შემთხვევის შესახებ დამატებითი დეტალები ჯერ–ჯერობით უცნობია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S