რუსეთის ბრიანსკის ოლქში სამხედრო ნაწილის დაწვის შესახებ იუწყებიან
12/06/2022 10:58:06 მსოფლიო
ბრიანსკის რაიონის მაცხოვრებლების ინფორმაციით, 11 ივნისის დილით, ქალაქ კლინცის მახლობლად მდებარე გარკვეულ სამხედრო ობიექტზე ხანძარი გაჩნდა.
ამის შესახებ ვებგვერდი "ბრიანსკ ნიუსი" და ასევე ადგილობრივი ტელეგრამის არხი იტყობინება, მისივე ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაღუპულა.
ოფიციალურ უწყებებს განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.


