
ბულგარეთის ნაკრები თბილისში ავოტავარიაში მოყვა
11/06/2022 04:33:33 საზოგადოება
ბულგარეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები თბილისში ჩამოსვლიდან მალევე ავტოავარიაში მოყვა. ინფორმაციას ამის შესახებ ბულგარეთის საფეხბურთო კავშირი ავრცელებს.
ორგანიზაციის თმით, აეროპორტიდან სასტუმრომდე მიმავალ გზაზე პირველი ავტობუსის მძღოლმა კონტროლი დაკარგა და მეორე, უკან მომავალი ავტობუსი დაეჯახა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ შეჯახების შედეგად დაშავდა ბულგარელი ფეხბურთელი ტოდორ ნედელევი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც დეტალური გამოკვლევები უტარდება.