Accentnews.ge
პრორუსმა პოლონელმა აქტივისტმა ბელარუსს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა

პრორუსმა პოლონელმა აქტივისტმა ბელარუსს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა

10/06/2022 19:50:20 ევროპა

მარსინ მიკოლაეკმა, პრორუსმა აქტივისტმა პოლონეთიდან, ბელარუსიას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა, – იტყობინება ბელარუსის სახელმწიფო მედია.

მიკოლაეკი ბელარუსში 8 ივნისს ჩავიდა. მეორე დღეს ტელეკომპანია Belarus 1-მა ეთერში გაუშვა მისი ინტერვიუ.

„პოლიტიკური თავშესაფარი ვთხოვე ბელარუსს. პოლონეთში ჩემს წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე სტატიით „საჯარო მოწოდებები ომისკენ“ და „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მხარდაჭერისთვის. რამდენიმე პუბლიკაცია გამოვაქვეყნე სოციალურ ქსელებში, რაც მათი აზრით, არღვევს პოლონეთის კანონს“, - ციტირებს მის სიტყვებს Zerkalo.io.

ინტერვიუში ის საუბრობს "რუსოფობიაზე პოლონეთში", აჟღერებს რუსული და ბელარუსულ პროპაგანდისტულ თეზისებს.

24 წლის მარკინ მიკოლაეკი ცხოვრობდა სამხრეთ-დასავლეთ პოლონეთში, გაარკვიეს Zerkalo.io-მ და Mostmedia.io-მ, რომლებმაც შეისწავლეს მისი სოციალური ქსელები.

მათი თქმით, ის სოციალურ ქსელებში გვერდებს რუსულ ენაზე ამუშავებდა, მუდმივად უცხადებს მხარდაჭერას რუსეთს და უხამსად გამოხატავს თავის მოსაზრებებს პოლონეთის ხელისუფლებისა და უკრაინელების წინააღმდეგ.2022 წლის თებერვალში მიკოლაეკმა მხარი დაუჭირა რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე. ომამდე რამდენიმე დღით ადრე, ის მივიდა უკრაინელი და ბელარუსი აქტივისტების მიტინგზე ვროცლავში და უწოდა მათ "სულელები, რომლებიც შეიკრიბნენ მაიდაუნების მხარდასაჭერად". ის უკრაინული საიტის „მშვიდობისმყოფელის“ მონაცემთა ბაზაში იყო შეყვანილი როგორც „ანტიუკრაინული პროპაგანდისტი“.

2021 წლის დეკემბერში ბელარუსის სასაზღვრო კომიტეტმა გამოაცხადა, რომ პოლონელმა ჯარისკაცმა ემილ ჩეჩკომ გადაკვეთა საზღვარი ბელორუსიასა და პოლონეთს შორის. ამბობდნენ, რომ ჯარისკაცმა პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა, რადგან არ ეთანხმებოდა „პოლონეთის მიმდინარე პოლიტიკას მიგრაციულ კრიზისთან დაკავშირებით და ლტოლვილების მიმართ არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკას“. ჩეჩკომ რამდენიმე ინტერვიუ მისცა ბელარუსის სახელმწიფო ტელევიზიებს. 2022 წლის 17 მარტს ცნობილი გახდა, რომ ემილ ჩეჩკო ჩამომხრჩვალი იპოვეს მინსკში, საცხოვრებელ ბინაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S