Accentnews.ge
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ხარკოვიდან, რომელსაც ოკუპანტებმა სახლი დაუნგრიეს, გარდაიცვალა

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ხარკოვიდან, რომელსაც ოკუპანტებმა სახლი დაუნგრიეს, გარდაიცვალა

10/06/2022 19:36:33 ევროპა

გარდაიცვალა ივან ლისუნი, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ხარკოვის რეგიონიდან, რომელმაც სახლი დაკარგა რუსული ძალების მხრიდან დაბომბვის გამო,– ამის შესახებ Suspilne.media მის ქალიშვილ ნატალიაზე მითითებით წერს.

მას გარდაცვალებამდე ხუთი დღით ადრე 97 წელი შეუსრულდა.

"მას ძალიან აწუხებდა ომი. გარდაცვალების მიზეზი ქრონიკული გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა იყო",– ამბობს შვილი და დასძენს, რომ განცდილმა სტრესმა იმოქმედა მის ჯანმრთელობაზე.

რუსეთის არმიამ სოფელი არტილერიიდან 4 მაისის ღამეს დაბომბა. ივან ვასილიევიჩის ქალიშვილმა ნატალიამ თქვა, რომ დაბომბვის ღამეს იგი მეზობლის სარდაფში იმალებოდა, მამა კი სახლში დარჩა. ქალმა ხმაური გაიგო და გაიქცა მამის გადასარჩენად, ის არ დაშავებულა, მაგრამ ძალიან შეეშინდა.

როდესაც მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, ივან ლისუნი 18 წლისაც არ იყო, მაგრამ მაინც გაგზავნეს ფრონტზე, სადაც 7 წლის განმავლობაში იყო: მან გაიარა მთელი ომი, გაათავისუფლა პოლონეთი, ბელარუსი, მიაღწია გერმანიას. ის ორჯერ დაიჭრა და შინ მრდლებით დაბრუნდა "გამბედაობისთვის".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S