Accentnews.ge
ავსტრიის კანცლერი უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის პირობას აყენებს

ავსტრიის კანცლერი უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის პირობას აყენებს

10/06/2022 18:31:08 ევროპა

ავსტრიის ფედერალური კანცლერი კარლ ნეჰამერი აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უკრაინას უნდა მიენიჭოს იმ პირობით, თუ ეს სტატუსი ამავდროულად სხვა პრეტენდენტებსაც მიენიჭებათ. ამის შესახებ ავსტრიის მთავრობის მეთაურმა ტალინში ესტონეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ავსტრიის პირობაა, რომ თუკი უკრაინას მიენიჭება კანდიდატის სტატუსი, ეს უნდა ეხებოდეს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს და მოლდოვას.

ამასთან, მან კომენტარი გააკეთა კითხვაზე, რომელიც ეხებოდა რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებებს და აღნიშნა, რომ ომის შეწყვეტისთვის აუცილებელია საუბარი ყველასთან, ვინც ომში მონაწილეობს.

შეგახსენებთ, რომ უკრაინასა და მლდოვასთან ერთად საქართველოც ელის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილებას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S