
"კრემლი ომის გაყინვას შეეცდება, რათა დასავლეთი სანქციების მოხსნაში დაარწმუნოს, მიზანი არამხოლოდ უკრაინაა"
10/06/2022 16:49:51 ევროპა
უკრაინის სამხედრო დაზვერვის ცნობით, რუსეთს ამჟამინდელი ტემპით ომის გაგრძელება კიდევ ერთი წელი შეუძლია. დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთს ამის ეკონომიკური რესურსები აქვს.
"კრემლის ხელმძღვანელობა, ალბათ, ცოტა ხნით, ომის გაყინვას შეეცდება, რათა დასავლეთი სანქციების მოხსნაში დაარწმუნოს, ხოლო მოგვიანებით, აგრესია გააგრძელოს. რუსეთის ეკონომიკური რესურსები ოკუპანტ ქვეყანას საშუალებას მისცემს, ამ ტემპით, ომი კიდევ ერთი წელი გააგრძელოს.
რუსეთის მიზანი მთელი უკრაინაა და არამხოლოდ უკრაინა". - წერს უკრაინის სამხედრო დაზვერვა Telegram-ზე.