Accentnews.ge
მაკრონი მხარდაჭერის დასადასტურებლად მოლდოვას ეწვევა

მაკრონი მხარდაჭერის დასადასტურებლად მოლდოვას ეწვევა

10/06/2022 15:30:00 ევროპა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მომავალ კვირაში მოლდოვასა და რუმინეთს ეწვევა. ამის შესახებ, Le Figaro–ს ცნობით, ელისეის სასახლეში განაცხადეს.

განრიგის მიხედვით, 14 ივნისს მაკრონი ეწვევა რუმინეთს, სადაც შეხვდება იქ დისლოცირებულ ფრანგ ჯარისკაცებს, 15 ივნისს კი მოლდოვას ეწვევა „უკრაინაში ომით დაზარალებული ქვეყნის მხარდაჭერის დასადასტურებლად“.

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ აღნიშნა, რომ მაკრონის უკრაინაში ვიზიტის თარიღი ჯერ დადგენილი არ არის.

ელისეის სასახლეში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეს მოხდება მაშინ, როდესაც "ეს გამოადგება უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმირ ზელენსკის".

ამასთან, საფრანგეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მზად არიან, წვლილი შეიტანონ ოდესის პორტის განბლოკვაში, რაც მარცვლეულის ექსპორტის განახლებას შესაძლებელს გახდის.

„პარტნიორების განკარგულებაში ვართ და მზად ვართ მოვაწყოთ ოპერაცია, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო წვდომას ოდესის პორტზე, რათა გემებმა შეძლონ გადაადგილება, ზღვაში ნაღმების მიუხედავად“, - თქვა მაკრონის მრჩეველმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S