პრეზიდენტი: "არავის არ უნდა გადავაყოლოთ ევროპული მომავალი – არც სააკაშვილს, არც ივანიშვილს"

10-06-2022 17:57:15 ციტატა

"კონსტიტუცის 78-ე მუხლი მავალდებულებს, რომ ყველაფერი გავაკეთო, რაც შესაძლებელია, იმისთვის, რომ წინ წავწიოთ ეს პროცესი. მე არ მჯერა, რომ რამე სხვა მომავალი არსებობს საქართველოსთვის თუ არა ევროპული მომავალი.

არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ ამ პროცესში წინსვლაში - არც სააკაშვილს, არც გვარამიას, არც ბიძინა ივანიშვილს. არავინ არ არის იმის ფასად, რომ ჩვენი ბავშვების მომავალი არ დავიცვათ. ამისთვის ვბრუნდები საქართველოში და იქ დავიცავ ამ მომავალს".

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა ევროინტეგრაციასა და საქართველოს სახელისუფლებო გუნდის ანტიდასავლური გზავნილების კონტექსტში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები