უკრაინაში ომის გამო, მომავალ წელს კიდევ 19 მილიონამდე ადამიანს ემუქრება შიმშილი – გაერო
10/06/2022 13:35:15 მსოფლიო
უკრაინიდან და რუსეთიდან მარცვლეულის და სხვა საქონლის ექსპორტის შემცირებით გამოწვეული საკვების ნაკლებობის გამო, მომავალ წელს შესაძლოა, კიდევ 19 მილიონამდე ადამიანს შეექმნას ქრონიკული შიმშილის საფრთხე - იუწყება გაეროს საკვების სააგენტო.
უკრაინაში რუსეთის შეჭრამ და შემდგომმა ომმა მნიშვნელოვნად გაზარდა ფასები მარცვლეულზე, საკვებ ზეთებზე, საწვავზე და სასუქზე. მსოფლიოში მარცვლეულის ექსპორტის თითქმის ერთი მესამედი უკრაინასა და რუსეთზე მოდის. ამასთან, რუსეთი არის სასუქის მსხვილი ექსპორტიორი, უკრაინას კი უცხოეთში გააქვს სიმინდი და მზესუმზირის ზეთი.
ომის შედეგმა "შესაძლოა გამოიწვიოს კიდევ 11-დან 19 მილიონამდე მშიერი ადამიანი - რაც ქრონიკულ შიმშილს ეხება, 2022/23 წლებში" - ამბობს საკვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO).


